პროექტის ბენეფიციარებმა - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა მოსწავლეებმა
გაითამაშეს იმიტირებული სასამართლო პროცესი ( სამოქალაქო სამართალი: თემა- განქორწინება).
იმიტირებული სასამართლო პროცესის შემდეგ მოეწყო დისკუსიის
ინიცირება თემაზე - ,, არის თუ არა
გამართლებული არასრულწლოვანთა ქორწინება ? “
დისკუსიაზე
მოსწავლეებმა იმსჯელეს ოჯახზე, როგორც
საზოგადოების ძირითად ღირებულებასა და ადამიანის ძირითად გარემოზე, გამოკვეთეს ოჯახის სტრუქტურა და ფუნქციური როლები მასში, გაანალიზეს
ოჯახში პასუხისმგებლობების განაწილების საკითხები და სიტუაციიდან გამომდინარე იმსჯელეს
საკუთარ პასუხისმგებლობაზე.
მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები :
1.
ქართული სასამართლო (სასამართლოში ქცევის წესები);
2.
სამოქალაქო განათლების ლექსიკონი (ტერმინთა განმარტებები);
3.
ბავშვთა უფლებების კონვენცია (შემოკლებული ვერსია).
პროექტს აფინანსებს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.